მამაა
გთხოვ მაპატიე მამა, მე თუ ისეთი არ ვარ როგორიც გინდა, რომ ვიყო და იმედს გიცრუებ. ჩემი გულისთვის... არ დავიწყებ მიკიბ მოკიბვას, არც სხვას გავუმხელ რა ქენი ან რა ვერ შეძელი, მე რომ ვიცი და შენ რომ იცი, ღმერთმაც რომ იცის ესეც ძალზედ საკმარისია. ამ ქვეყნად ყველას თავისი ჯვარი აქვს, საკითხავი ის არის ვინ მოისურვებს მის ტარებას. მახსოვს პატარა რომ ვიყავი, საღამოს შემდეგ, ველოდებოდი მამის მიერ გაღებულ კარებს, და როგორც წესი ამ ლოდინში მეძინებოდა, მერე ჩემივე უნებურად ვიღვიძებდი დილით საწოლში, (მიკვირდა). ადრე ყოველთვის ახალგაზრდა მეგონე მამა, ისიც მეგონა არასოდეს დაბერდებოდი, ახლა კი როცა შენთან ერთად ვსაუზმობ ხოლმე (იშვიათად) შენი ხელები სულაც არ გავს წარსულს, (არც სახე). დრო წინ მიდის და შენ უკან უკან, როგორც წესი, როგორც ყველა ადამიანი, და იმედი გაქ რომ ის ვაჟი დარჩება შენს მაგივრად, რომელზეც წლები ოცნებობდი. (იმედს გიცრუებ) მე შენამდე ვერ(არ) შემიძლია... ახლა გძინავს და შენი ფიქრიც უსიტყვოდ ვიცი, სხვა ვერ გაიგებს ამ განცდას და ისიც კმარა, რომ მე ვიცი და შენ იცი და ღმერთმა რომ იცის... გთხოვ მაპატიე მამა, მე თუ ისეთი არ ვარ, როგორიც გინდა რომ ვიყო და იმედს გიცრუებ, გილოცავ დაბადების დღეს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი