თუ შეგიძლიათ მიმატოვეთ...(თოვლიან ღამეს)


დამტოვეთ ოთახში,
დარაზეთ კარები,
გაგლისეთ შუშებზე შავ-თეთრი ეპოქა,
ძვალ-რბილში ატანენ დეკემბრის ქარები,
ვიცოცხლებ სადამდეც ჰაერი მეყოფა.
უკრავენ კლასიკას,
ოთახის კუთხეში
და მერე უეცრად ჩავარდა კლავიში,
განცდაა:
უაზრო,
უნიჭო,
უხეში,
და როგორც ყოველთვის გამიშვით,
გამიშვით...
ასანთის ღერივით გაშავდა შუადღე,
კედლებიც დრო და დრო ფიქრებით ივსება,
სიმართლეს,
ღალატთან მრუშობა შევატყვე,
ჩუმად ვარ,
დუმილით წარმოვთქვი ღირსება!?
და ვამჩნევ არც ისე შორია მიზნამდე,
თოვლიან ღამეს არ ერიდოთ გახსოვდეთ..!
მსურს თოვა ძარღვებში თავის სისხლს მისხამდეს,
რომ მერე ყოველ წელს ახლიდან გავთოვდე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი