"მათხოვრის" მონოლოგი!


"მე ღარიბი ვარ",
არ მაქვს სახლი,
მითუმეტეს არ მაქვს ოთახი,
და ყოველ დილით ვიყურები,
შენი ფანჯრიდან... უფალო!

"მე ღარიბი ვარ",
არ მაქვს პური,
მითუმეტეს არ მაქვს საჭმელი,
და ყოველ დილით,
შენი მადლით ვსაზრდოობ...უფალო!

"მე ღარიბი ვარ",
არ მყავს ავტომობილი,
და ყოველ დღე,
შენს გაკვალულ გზაზე დავდივარ...უფალო!

"მე ღარიბი ვარ",
მაცვია დახეული ტანსაცმელი,
და მაინც სულის სიშიშვლეს,
სინანულით ვფარავ...უფალო!

"მე ღარიბი ვარ",
არ მყავს მოსაუბრე ადამიანი,
და ყოველდღე საუთარ თავთან,
ისე ვსაუბრობ როგორც შენთან...უფალო!

"მე ღარიბი ვარ",
არ შემიძლია სხვისი დახმარება,
და ამიტომაც შენი,
ზომის ცრემლი მცვივა..უფალო!

"მე ღარიბი ვარ",
გაზრდილ თმას და წვერს ვატარებ,
იქნებ ცოტათი მაინც,
დაგემსგავსო...უფალო!

"მე ღარიბი ვარ",
არ მაქვს ნიჭი,
და ალბათ კიდევ სულ მცირედით
მწამხარ...უფალო!

"მე ღარიბი ვარ"
ბავშვობიდან ასე ვიზრდები,
და ბავშვობიდან შენ
დამყვები..უფალო!

"მე ღარიბი ვარ",
არ მაქვს ფული,
მითუმეტეს არ მაქვს გროშები,
და არც მჭირდება.

მე მდიდარი ვარ,
ან უმდიდრესი,
რადგან ბავშვობიდან
შენ მყავხარ ჩემო...უფალო!!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი