- ხოდა ისეთია ყველა დაღამება, მერე გათენებას, რომ არ საჭიროებს.


- ხოდა ისეთია ყველა დაღამება,
მერე გათენებას, რომ არ საჭიროებს.
...და ეგ თვალები, როგორც ღამის ყველა წყვდიადი,
და ეგ ტუჩები, როგორც გრძნობის ყველა გამხელა,
ვატყობ პირველი კოცნასავით დამიგვიანდი,
მაგრამ არასდროს არ მქონია ვნება ამხელა.

დუმილს უდრიდა ამოოხვრა ყოველი დღემდე,
ან რა აზრი აქვს,
ამოოხვრას არც კი აქვს აზრი,
და წვიმასავით, სურვილი მაქვს ყოველდღე ვწერდე,
რომ მერე ყელში გამეჩხიროს უბრალოდ მკაცრი...

შენი ცრემლები,
რომლებიც არც თუ იშვიათად გიკაწრავს ღაწვებს,
რას ვიფიქრებდი თუ ასეთი მელოდა ბედი,
წამოდი ნისლით გასწორებულ საწოლზე დავწვეთ,
და როგორც ხიდად გადებული აქამდე ვწერდი...

ისევ დაგიწერ,
შენ დაგიწერ..!
უმანკოებას,
გული დაგვწყდება ჩამოვარდნილ ყველა ვარსკვლავზე,
თავს დავანებოთ,
იქნებ ღამეს ბოლო მოებას,
და მერე ცაზე სიყვარულის თანავარსკვლავედს...

შენთვის ავაწყობ,
დაცვენილი სხვა ვარსკვლავებით,
და მთვარედ თავად გაგიხდები, გამთენიამდე,
გაგიკვირდება ნეტავ ასე როგორ გაები,
რომ შენი ტანის მხურვალება ღამეს მიანდე.

დილა შენია,
შენ გეკუთვნის,
გაითავისე,
მე ამ დროს ვდგავარ დედამიწის მეორე მხარეს,
როგორც სიცივე მიხურული თბილი კარისკენ,
და მთელი ძალით ვეხეთქები დახურულ კარებს.

შენი, თვალები როგორც ღამის ყველა წყვდიადი,
შენი, ტუჩები როგორც გრძნობის ყველა გამხელა,
ვატყობ პირველი კოცნასავით დამიგვიანდი,
რადგან არასდროს არ მქონია განცდა ამხელა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი