უკანასკნელი წერილი


გახსოვს?...
იმ ღამეს შენს ლოყებზე მედო ტუჩები,
დრო თავს იკლავდა ეშაპოტზე ჩვენი შემყურე,
მაგ შენს თვალებთან ცრემლებივით გავიყუჩები,
რა იქნებოდა აპრილივით შემოგეხურე.

გახსოვს?...
ჩვენზე, რომ ქადაგებდნენ ფოთლები მაშინ,
მტკიოდა შენი არსებობა სულით - ხორცამდე,
გრიგალის მსგავსი ჟრუანტელი მივლიდა ტანში,
როცა თვალებით მიბიძგებდი შუბლზე კოცნაზე.

გახსოვს?...
მთხოვდი, რომ ნუ ვიჯექი განმარტოებით,
შენ არ იცოდი, ჩემი მარტოდ ყოფნის შესახებ,
გახსოვს?...
გვირგვინი ჩაგაქსოვე თმაში რტოებით,
და მაშინ პირველ გაზაფხულად გამომესახე.

გახსოვს?...
სასმელი მოგერია! გულში მიკრავდი,
მაიძულებდი უსათუოდ უნდა გიყვარდე,
გაგიჟებული უზენაეს ცამდე მიგყავდი,
და მერე დაბლა მახეთქებდი დედამიწამდე.

მას შემდეგ დღემდე მონატრების სურვილი მათოვს,
მუზებმა კიდევ ბევრი რამე გადამავიწყეს,
გახსოვს?..
სიყვარულს გიტოვებდი თვალებით, გახსოვს?...
გემახსოვრება აბა კარგო რა დაგავიწყებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი