"მიყვარხარ"


თითქოს პირველი შეხვედრა იყო,
შენ, ღიმილიდან გცვიოდა მარტი. ...
იყო და არა,
არადა იყო,
არავინ გგავდა, არავის გავდი.

სიჩუმე არის სისუსტე ჩემი,
მღუპავს თუ მანგრევს, მდუმარე ვრჩები.
და როგორც შტორმში პატარა გემი,
ან ზღვა დამლექავს,
ან გადავრჩები...

ერთი მეორეს ისე ვგავართ, როგორც ფოთლები,
ერთი ჩვენგანი სხვაზე ადრე მიაღწევს მიწას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი