3 მარტი, დედას..
შენ..! გაუძელი იმხელა ტკივილს, მე გული მტკივა დედის ტირილზე, დედა უდიდეს ბოდიშს მოგიხდი, შენკენ მომართულ ყველა ყვირილზე. მალავდი ყველა შესამჩნევ ტყუილს, აპყრობდი ჩემკენ მრავლის მთქმელ თვალებს, შვილებო, დედებს პატივი ეცით, ქვეყნად ყველაზე მშვენიერ ქალებს. დე, შენ მასწავლე ეს სიყვარული, რითაც მე ალბათ სულ სხვას გავათბობ, მაგრამ იცოდე შენს წმიდა სახელს, რომ არასოდეს მე არ ჩავაქრობ. რამდენჯერ ვიცი ჩემი გულისთვის, შენ დიდი სევდა შემოგწოლია, და მინდა გითხრა იგივე გრძნობა, შენდამი მეც რომ ბევრჯერერ მქონია. ადრეც ვხვდებოდი ბევრ რამეს მაგრამ, ახლა დავფიქრდი მე უფრო მეტზე, ეს სიყვარული დაიწყო მაშინ, როს მიმაწვინეს მე დედის მკერდზე. მაშინ შენ გახდი სამყარო ჩემთვის, შენ ჩემს რწევაში გტკიოდა ხელი, რაც შენ ამაგი მე დამაკისრე, ვერ გადავიხდი ასობით წელი. მე ასეთ დედას ვუსურვებ ყველას, რომ მამტყუნებდა მტყვანსა თუ მართალს, ამიტომ არ ვარ ამპარტავანი, მსურს ვეამბორო დედავ შენს კალთას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი