ჩემო სამშობლო..!!
ჩემო სამშობლო, საფიქრალი გამიხდი რადგან, აღარც კი ვიცი დარდი, სევდა როგორ გაკმარო, და თუნდაც გულში ტყვიის სქელი კედელი ჩადგან, შენ არ დაგკარგავ, ყველაფერი სხვა, რომ დავკარგო. სდიოდათ ოფლი ვაჟკაცების ცივ მემორიალს, და დედებს ცრემლი, ტანს ემოსათ მუდამ ძაძები, ისე შემორჩა მათი სისხლი ყრუ ისტორიას, როგორც ტყის პირას, მარადმწვანე მდგარი ნაძვები. როცა გავყურებს შენს მწვერვალებს, ღრუბლების მიჯნას, ასე მგონია ღმერთის ტახტი დაბლა ჩამოდგეს, და რადგან ამდენ სიწმიდეებს ინახავს მიწა, ალბათ ამიტომ გეძახიან მიწის სამოთხეს. გყავდა დავითი, ილია თუ თამარ, დემეტრე, ცხრა მოძმის სისხლი დაილია, ისევ ცხრა თასით, შენ საქართველო.! უფალს ასე როგორ ევედრე, რომ ერთ დღეს გყავდა წმიდა შვილი ასი ათასი. ახადეთ მიწას სახურავი, მოსდის მირონი, მიუხედავად იმისა, რომ ფრთები დაგაჭრეს, რა ამატირებს?.. მითუმეტეს რაზე ვტიროდი, არავინ არ თქვას საქართველოს რა გადაარჩენს. ჩემო სამშობლო, საფიქრალი გამიხდი რადგან, უფლის წყალობით ვიცი, სევდა როგორ გაკმარო, და თუნდაც შუბლში ტყვიის სქელი კედელი ჩადგან, შენ არ დაგკარგავ! ყველაფერი სხვა, რომ დავკარგო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი