აბა "პოეტი" სატრფოები ვის რად ვუნდივართ


როცა ერთია, მზე არის თუ ქარია გარეთ,
რადგან ჩემს სახლთან,
მხოლოდ წვიმა მოდის მუდმივად,
ჰოდა ადექით და ლექსები ფანჯრიდან ყარეთ..!
აბა "პოეტი" სატრფოები ვის რად ვუნდივართ.

მთვარემ კი ის ქნას,
რაც თავისი გულით ენებოს,
თავში არა და,
ყველაფერი არის შუაში,
მე მომთმინებთ ვაგროვებდი ბედნიერებას,
და ერთად-ერთი შენ შემომრჩი კოლექციაში.

კვლავ იმ იმედით, რომ არასდროს გამირთულდები,
მყავდე და ალბათ ჯოჯოხეთშიც შევიხედები,
და როგორც კარის სახელურზე ნათითურები,
ჩემს სულზე ისე აღიბეჭდა შენი ხელები.

ვფიქრობ ამიტომ მე თანხმობას ვხედავ უარში,
წვიმს...
და ეჭვი მაქვს, რომ იწვიმებს ისევ მუდმივად,
თავში კი არა,
ყველაფერი არის შუაში,
თორემ "პოეტი" სატრფოები ვის რად ვუნდივართ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი