"ქრისტე დავკარგეთ"
წვიმდა წლების წინ, ამ მიწაზე საშინლად წვიმდა, და არაფერი არ სუფევდა გარდა კიდობნის, რადგან დაკარგეს აქ მცხოვრებთა ყველაზე წმინდა, რადგან ვერ იგრძნეს დიადება უფლის მშვიდობის. და დღეს ქუჩაში ვიღაც ერთი შეშლილთაგანი, ქადაგებს წარსულს, შემომდგარი ფიცარნაგებზე, რადგან აევსო დარდით გულის ყველა საკანი, რომ რწმენა შედგა ფარისევლის ლიანდაგებზე. უკიდეგანოდ დაიბურა მიდამო თალხით, და რადგან ყველა განსაცდელი წამიერია, დღეს უფლის სახლი რა თქმა უნდა სავსეა ხალხით, მაგრამ ტაძარი სამწუხაროდ ცარიელია. გვტკივა იუდა, რომ გაბედა ქრისტეს ღალატი, საჩვენებელი რომ გაგვიხდა სულ ყველას თითით, და ვერც კი ვხვდებით, ვერც მივხვდებით კუბოს კარამდის, რომ ცრუ ლოცვებით ქრისტე უფალს ყოველდღე ვყიდით. სწორედ ამიტომ თაროს წიგნი გახდა ბიბლია, თაროზე ჯდომით გაილევა მთელი ცხოვრებაც, გულ-წრფელად რწმენა რა ვქნათ თუ კი არ შეგვიძლია, ვაი რომ მოკვდავთ ასე გვინდა სულის ცხონება. ჩვენ სიყვარული გვქონდა ნიშნად თავისუფლების, გვყავდა უფალი - თავი გვეგრძნო ადამიანად, წვიმა დავკარგეთ მოშორებით ცაზე ღრუბლების, რწმენა დავკარგეთ, ქრისტე ღმერთის დაკარგვიანად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი