წვერი მაქვს ყოველთვის ..


წვერი მაქვს ყოველთვის,
ნუ ხშირად არც ისე,
ვატარებ მოზრდილს და ამინდის მიხედვით,
და როგორც ამბობენ ჩვევიათ ნარცისებს,
სანამ დრო გეყოფათ,
ეცადეთ,
იხელთეთ..
თავს შორს ნუ დაიჭერთ,
ნუ მიფრთხი ძვირფასო,
დაგარქმევ სახელს და მეათეს გიწოდებ,
ვან გოგი არ ვარ და არა ვარ პიკასო,
მაგრამ არც ნაკლები არა ვარ იცოდე...
რითმების მეფე ვარ,
თუ კითხავთ მარგიანს,
ნუ ჩემი ძმა არის და ალბათ ამიტომ,
მაგრამ ამ სტრიქონებს სხვაგვარი მადლი აქვს,
მაჯებში გაჩხერილ სიტყვებს, რომ კაპიტნობს...
ეს ჩემი ღიმილი ქალებს,
აუუჰ...
არაფერს არ ვამბობ დამშვიდდი,
დამშვიდდი ნუ ხუჭავ თვალებს,
ნუ ტირი პატარა ბავშვივით.
- წამოხვალ, წავიდეთ?
- არ ვიცი, რა გინდა?
- წვიმაში გავიდეთ..
- გაგიჟდი, გაწვიმდა?
გაწვიმდა და როგორ საშინლად გაწვიმდა,
მე მახსოვს ამბობდი, რომ წვიმა მიყვარსო,
ცრემლები ჩამოგდის თვალიდან ღაწვამდე,
გთხოვ ნება მომეცი მოგწმინდო ძვირფასო.
მზად არის,
თქვენი ვარ ძვირფასო მთლიანად,
გინიშნავთ ხვალ შვიდზე მეგობრულ პაემანს,
იცოდეთ გელით და არ დაიგვიანოთ,
მორჩა და მგონია მეათეც გაება...
ნუ თქვენთვის მეათე ლექსების მიხედვით,
დათვლა კი ვიცი და ჩამოთვლა არც ისე,
სანამ დრო გეყოფათ,
ეცადეთ,
იხელთეთ,
და როგორც ამბობენ ჩვევიათ ნარცისებს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი