კარდიოგრამა ..
კარდიოგრამა ვერ აღიქვამს იმ გულის ტკივილს, ზოგჯერ რომ მტკივა. ეს რაღაც უფრო იმ გრძნობას გავს, შიგნიდან რომ სული ჩაგწყდება და ერთადერთი რაც აკავებს გულია მხოლოდ. ეს ტკივილია, ასე მწარე და საშინელი, რომ როცა გვტკენენ, ნებით ან უნებლიედ, ცნებით ან უმეცრებით, ის რაც პირველი აგვტკივდება ხოლმე სულია და გული მხოლოდ მტკივან სულს თუ გვინარჩუნებს, გამხმარ სხეულში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი