მარტი
შუა დღის მზეზე კატასავით ნებივრობს მარტი. გვერდს რომ ჩაუვლი გაუღიმე, ქალია მაინც... (არ აირიოს, რა იცი რა ეპრიანება.) ზაფხული თაფლისფერ მინდვრებს მზეჭრიჭინა ზაფხული დაჰკრავს. ამ ძილ-ღვიძილში შენი მზერა ისე ტკბილია. წუწკი ბავშვივით ვიპარავ და გულის ქვეშ ვმალავ. გაციებულმა, ჩაიზე რომ გამოგიზოგო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი