იმერეთს
მთვარე დამწიფებულა თითქოს, ერთი შეხედვით, ბროწეულის ტკარცალით, ელავდა იმერეთი. შიშხინებდნენ შინდები, ტუჩებ-დაშაშხულები, მზის სხივი იბუდებდა ოჟალეშის უბეში. ფაცხას, ამის შემყურეს, ედგა ელეთ-მელეთი, შემოდგომამ ჭყვიშთანო დაიბანა ხელები, და დიოდა რიონი წითელ-ყვითელ ფერებით... მთვარე დამწიფებულა თითქოს, ერთი შეხედვით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი