მეაკვნეს სიმღერა
მთვარემოცვლილ ფიცარს რანდავს მეაკვნე. სამოთხეში ბორჯღალ ბორჯღალ დაირწევა ონწე. ჩააგორე: ყამარ,დია,მარიხი... ჩამოუჯექ, უგურგურე, კოცნე! აფარფატე დედაციცინათელა, ნისკარტებით აზიდვინე ლოცვა! იდექ ასე, სიზმარშეხორცებული იავნანა იღუღუნე ღმრთისმშობელი მოვა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი