მივდიოდე მგზავრი


შენი შავი პერანგისგან
შემიკერე აბგა,
დამ თუ გკითხოს
რატომ ჭრიო,
მე რომ გთხოვე,
არ თქვა!
ჩამილაგე: ჯერ შენი თმა-
მთვარის ერთი ღერი,
მერე შუბლი - პურის ყუა,
ვერცხლის მაკრატელი.
ცრემლისათვის გამატანე
შენი ღრუბლის ფთილა,
წირვისათვის გამაყოლე
შენი სოფლის დილა,
(თიკანივით რომ აცეტდა,
რომ ჩამოჩა არვეს)
დარდის მთა გადავიარე
დარდის გზები გავვლე...
სიზმრისათვის გამატანე
შენი ეზოს წყალი,
ძილის სულს რომ მინამავდეს,
ვერ ვახილო თვალი.
მე რა გთხოვე?
პერანგისგან შემიკერე აბგა,
კუდიანმა ვარსკვლავებმა
სურვილებად გამთქვან.
გამატანე ჯერ შენი თმა-
მთვარის თეთრი ღერი,
შენი შუბლი-პურის ყუა,
ვერცხლის მაკრატელი...
მივდიოდე განა შენგან,
მივდიოდე შენით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი