მტევნებს ასკდებათ ტანზე მარცვლები ..


მტევნებს ასკდებათ ტანზე მარცვლები,
მერე რთველია.
ამ ოქტომბერსაც ვაღვინებ ქვევრში,
უკვე მღერიან.
ტუჩს ეწაფება ნაზად ბახუსი
განა სიმთვრალე,
დღეს მუზას უნდა ავუხირდე
და გავტიალდე!
შენ კი დაღლამდე,
სიგიჟემდე გიწერო
ლექსი,
ერთი კი არა,
ორი...სამი...ან უფრო მეტი...
მტევნებს ასკდებათ ტანზე მარცვლები,
მერე რთველია...
ამ ოქტომბერსაც ვაღვინებ ქვევრში,
სადღაც მღერიან....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი