უღამური იავნანა
ილოკავს ზამთარი მლაშე ლაშებს, ზმუის უღამური სულთათანა... -ვაიმე, დედა გენაცვალოს, ნამქერმა თითქოს სულ დაგფარა. დარდმა მამაშენიც დააკუტა, დარდმა სიბეჩავით გადაბელა, შუბლით ჭიუხებს შეაწყვიტა, დაგვწყვიტა განა გაგვაბევრა. შეიკარ პერანგი დედის ერთო, გზაში, სადმე არ გაგიავდრდს, ჭირსაც წაუღია ჩემ თავ-ფეხი, „სიკვდილო, შვილი გაგიზარდე!“
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი