რა რჯულით გიწამო?
გოდების კედელთან სურვილად მიგიტან, რაბინი ვერ მეტყვის -არას! "მიცვას" და თორასაც ვიწამებ შენთვის და "გან-ედენს"- სამოთხის ბაღად... წამოდი...წამოდი ოქროს კარიბჭესთან პაემანს გინიშნავ, ანდა ომარის მეჩეთთან, (მასჯიდთან) თუ გაუკვირდება "ჯიბრაილს" ან თუნდაც ალლაჰს, "ნამაზის" დავიცავ- ლოცვასაც ხუთჯერადს, მექის ქააბისკენ წავალ... სხვა რა ვქნა მითხარი? რა რჯულით გიწამო? ღმერთი ხარ? ვინა ხარ? რა ხარ? გოდების კედელთან, სურვილად მიგიტან, რაბინი ვერ მეტყვის -არას!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი