კარგად!
სევდის ბაცილები დამესიენ, რაღაც უცნაურად მეღიმება. ვებრძვი სასაცილო ამნეზიებს. თავი გადიქნიეს ექიმებმა... კარგად მენახეთ-თქო-დავიბარე, ისე შემოვბრუნდი...ჰაიჰარად. ცაზე მამონტებმა გადიარეს, ტანში ჟრუანტელმა დამიარა. მეტი არაფერი უჩვეულო, სარკე დავუმსხვრიე მოჩვენებას- მე სხვა ღიმილსა ვარ მიჩვეული, ის სხვანაირ ღიმილს მაჩვენებდა! ქვემოთ სართულები გადავთვალე, ქარებს ჭილყვავები მიჰკივიან. დღეს რაც უსათუოდ გაგახარებს, ჩემი მოგონილი სიკვდილია, ან ეს ხარხარია უმიზეზო- ღამეს ჩაფრენილი ანაკონდა... აჰა, სიკვდილის წინ გავილექსე! (შენ ხომ ლექსებითაც ამაყობდი.) მეტი არაფერი უჩვეულო. ღმერთის შეცდომაც თუ გავასწორე, ჩემო უჩემობას შეჩვეულო, წერილს დაგიტოვებ: .................... P.S. sorry!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი