ლადო ასათიანს
"რუსთველის პროსპეკტზე სიარული ნუ მომიშალოს ღმერთმა." ლადო შენ რუსთაველზე ახლაც დადიხარ, მივუყვები და მომდევ ლექსებით. ალალმართალი, წრფელი კაცი ხარ, ჩამიგულდი და აღარ მეშვები. შენს ყაყაჩოებს ხალებს ვუთვლიდი, შერცხვათ და ღიმიც აღარ მიჩინეს... შენს მამა-პაპას ნათელს ვუთვლიდი, რომ შენი ჯიში გადაგვირჩინეს. თუ შენს ბარდნალას ჩავეხუტები, ჩემი სოფელი ეჭვობს ქალივით. ათასი წლისაც არ გახუნდები და ილაპლაპებს რვალი ხალიბის. უფრო თბილია დიდუბის მიწა- ვიდრე ელოდი...უფლის განგებით. მეც ნაბოლარა პოეტად მიცან, შენს მძლავრი ფრთის ქვეშ რომ ვფრთიანდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი