მე გნატრობ
(ალიხე, მალიხე, სალიხე...) ამ ერთმა დილამაც დააწყო უშენო თითები მინებზე და სუნთქვა შემიკრა ოქროსფერ ღილებით. კლდეს თავ-პირს უშენენ უძილო ფიქრები და მესმის შენი ხმა. და ერთ წყვილ სამკუთხედს მერცხლების დაჭრილი კრიალა ზეცისას თვალებზე დავიფენ. ვმშვიდდები - დროებით... და ჭრელი ნაჭრებით დახუნძლულ ხესთან ვარ: ალიხე, მალიხე, სალიხე... ალიხე... და ღმერთმა შეგინდოს! დღეს ჩემი დამხრჩვალი ოცნება ჭინკებმა ქირქილის თოკებით ბეღელში შეჰკიდეს. სიბნელე... სიბნელე! სიბნელე!!! იქნება სულშიდაც გათენდეს, ოდესმე მოხვიდე იქნება! და თვალებს ლეკვივით ამიხელს მაგ ცხელი ტუჩების შეხება. ხომ ხედავ, - მე გნატრობ: ალიხე, მალიხე, სალიხე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი