მზის დაღი
ცივი ხარ. მე თავი მეცხელება. უჰ! სიცხე კი არ მაქვს,_ მზის დაღია. შუბლით დაგიკოცნე მეც ხელები და რაც კი ხელები მინახია, ყველაზე ლამაზი შენი არი! უკან ღვარცოფები ბოგინობენ. მე მათ შევაჩერებ. შენ_ იარე. მერე ღრუბლისფთილა ლოგინები წვერზე გაშალე და დამელოდე_ მთის. მთას საოცარი აურა აქვს. ჩემს მხარს შერჩენილი სამი ლოდი იქვე ჩამოვდგათ და ხამურაბის (თუნდაც) კანონები წავაწეროთ. მერე ჩავიძიროთ... ვმეორდებით: სამ შვილს ამოგვიყვანს სამი წერო, მეოთხე იქნება ცეროდენა. ყველა ჩამიფუთნე_ ეციება, ხომ იცი, მთა მაინც მკაცრი არი. ჯერ კი უცნაურად მეცივები. შენი ბერეთელიც კაცი არი_ ცოტა მოეფერე... მომენატრე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი