რომ გესმოდეს
ვწევარ გათანგული. გარეთ აპრილია, შიგნით-აგვისტო და ხაზი ორიოდე... გული უშენობით ისე დაილია, მართლა რომ გესმოდეს-ფეხით მოხვიდოდი- მისი ფორიაქი. თუმცა, სულ ერთია... (ასეც ხდება ხოლმე, როცა ავადმყოფობს სული.) გასისხლული ზეცა სურათია, ჩემი ბრმა ლექსებით უნდა გადავთოფო! გუშინ დამეკარგა ძველი საპირწონე, მაჯა ლულასავით რომ არ გადამიხსნას გრძნობამ უთაურმა- მოდი, ამიწონე, კოვზით დამაძალე გრძნობა ადამისგან ნეკნად ამოცლილო. მხართან შემიკეცე ჭრელი საბანივით,-დედა გამახსენოს- შენი მონატრება... ფრთები შემიკვეცეს, შურით შემიკვეცეს, ჩემო სანატრელო! ჰოდა, მაისია. ვწევარ გათანგული. ოცდათვრამეტი მაქვს. ხაზიც-ორიოდე... გული მარტოობით ისე განადგურდა, მისი რომ გესმოდეს, ეხლავ მოხვიდოდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი