ჩიხი
მე ჩიხში ვცხოვრობ. ჩემთან ახლა ძველი თოვლია ცოტა და მთვარე _ ჩამომხრჩვალი კაცის პროფილით. სხვას რას დავეძებ_ჩემი თავი ვერ მიპოვნია, ეზოს ძაღლივით ნაცემი და უარყოფილი... მოჭრილ ჭადართან ჩუმად ვდგავარ. მტკივა ფესვები. სავსე ურნიდან მიწისფერი კატა ამოდის. კედელზე ქალი მიუხატავთ მწიფე ნესვებით, გამოქვაბულში მონადირეს როგორც მამონტი. მარცხნივ, კიბესთან, ერთადერთი ლამპიონია, ზაფხულში ეგღა ახალისებს საწყალ ფარვანებს. მეზობელ ყასაბს თავის ხელით ყოველ... (ქონიან) ქოშინით ააქვს ცოლ-შვილისთვის ხორცი; შარვალი_ (ყოველდღე ისიც) იმ მეორე ხელით უჭირავს. მე ახლა უკვე საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნი. როგორმე (ვნატრობ) თვალი ისე მომახუჭინა, შეშლილივით არ წამომაგდოს სულის შეხუთვამ. მე ჩიხში ვცხოვრობ, ან_ პირიქით... პირიც მიქნია ზოგჯერ ქვისკენ და ზოგჯერ ჩემს გზებს ჯვრებად ვსახავდი. გზაჯვარედინზე დგომა ჩემთვის ფუჭი ფიქრია _ ბოლოს მივხვდი და მოვაღწიე კიდეც სახლამდე. მე ჩიხში ვცხოვრობ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი