გამაპარტახე და დამაქციე ..
გამაპარტახე და დამაქციე, დღეიდან სიკვდილს მეტი შანსი აქვს, რადგან სიცოცხლეს ზურგი ვაქციე... ან რა სიცოცხლე?_დღე-ღამ ნავსია. ბოლოს კვდებაო, ვიღამ მოჭორა იმედი_ჩემი ხელით დავმარხე... და მძოვს სიკვდილი_შავი ბოჩოლა, ნელა, უგულოდ, ვით ხმელ ბალახებს. ავახევ მთვარეს უგემურ ყუას, შევატან შენი ცრემლების მარილს. იყმუვლებს მგელი. სოფელი ყრუა... და თვალებს დამთხრის ჯალათი_ქარი.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი