ზამთრისპირული
აქვთ მოლოდინი სოფელში ზამთრის, აპობენ შეშას. აქვთ ცოტა შიში მგლისა და აფთრის_ საქონელს შეჭამს. შერჩენილია ხეზე ნაყოფი აქა-იქ კენტად. (თვეზე მეტია, არ ვარ ნამყოფი_ აქედან ვხედავ.) მეზობლის ძაღლი შეუყეფს ყალბად ეზოში ვინმეს. _აქეთ მობრძანდით. _იმე... და _აპა!_კილოკავს ვისმენ. _ი ბოვში ხო არ არი აქეთ, საქმე მაქ რაცხა... _გაჩერდი ერთი! ტყუილად ვაქეთ, ეგ გაქრა საცხა. მიხიკ-მოხიკავს რაც უნდა: ვაშლი, ლობიო, კომში... "არ მიჯავროთო"_დღე გადის წამში,_ სადღაა ბოვში?! _ნუ გამახსენებ. ჩემი სამივე არაა მასე? გამეიფსკვნიან კუდს და წამივლენ, მტოვებენ მშრალზე. არ დევინახო აღარცერთი! (ვირევი აწი...) ხარი მყავს, ბიჭო, დასაჭედი_ ვერ ვნახე კაცი... ღიმილით ვისმენ საუბარს ასეთს_ ხუმრობანარევს. და ვიცი, მალე ასწევენ თასებს. ჭედავენ ხარებს. მზე სამხრეთისკენ ეძალება_ კომში ბრდღვიალა. ქალაქში ყოფნა მეზარება ადამიანად... მეზობლის ძაღლი შეუყეფს ვინმეს ეზოში ყალბად. ვგდივარ ქალაქში, ტკივილებს ვითმენ და ცრემლებს ვყლაპავ...
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი