თუ...


შენ არა! მე, თუ... მე არა,_ შენ... და
ან მოდი ჩემთან, ან... გასკდა გული!
ჩემი გაჩენის დღე გადაშენდა!
თავს მაწყევლინებს ეგ ბედით კრული.

დღეს არა. ხვალ, თუ... ხვალ, დღეს არა... და
მოდი, მშვიდ გულზე ლოდი დამადე.
ხარ-ირემივით დავალ ბარადა
და მთა-რქებივით დარდებს დავათრევ...

სულს არა. გულს, თუ... გულს არა,_ სულს... და
ორივეს უნდა შეხება შენი!
ჩემი ოცნების გარქმევ ასულს და
ვეღარც შენ გშველი, ვეღარც თავს ვშველი...

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი