შეგვინდე გამჩენო
ჩემს თვალწინ მწვანდება მთები და სიმწვანე ჩემთვის უჩვეულო სიმშვიდით გადმომაქვს ფურცელზე. დილიდან სულს ლექსი მიწვალებს, სულს ლექსი არ აცდის (დაცემულს) აღდგომის სიხარულს გაენდოს... ფაჩუნით იღვიძებს ბალახი. სინედლის სუნი აქვს ზმორებას ღეროთა. და სული ზეცისკენ მიმიწევს. ხარაკირს არასდროს ვაპირებ! ცხოვრებას მე უნდა ცხელ სილად გავეწნა. მე უნდა ბრმა სიკვდილს სიცოცხლე ვაჩვენო. შიშველი ხელებით ყველა მტერს ვამარცხებ. შეუნდე უფალო, ვინც მიწას გამოცდა! გვიშველე უფალო მიწაზე დარჩენილთ! შეგვინდე, გთხოვ, ძმების ზღვა სისხლის გამოც და შეგვინდე დედების ზღვა ცრემლის გამოც და შეგვინდე მამათა ცოდვების გამოც და შეგვინდე... შეგვინდე! შეგვინდე გამჩენო!
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი