დილის(არაზუსტი) ლექსი


ახლა დილაა. დილის რვაა. ზუსტად_ წუთები
ცხრის. და მივყვები გზას, რომელიც არსად თავდება.
შენ, აპრილს ასე მარტოსულიც ასე უხდები,
და ყველა წვეთი უშენობა ისე ღამდება_

ძვლებამდე ატანს უამური, ბლანტი სიბნელე.
(შეგრძნებებისგან სტრიქონები, ვცდილობ, ჩამოვქნა.)
არც მახსოვს, ბოლოს გულსშიგნიდან როდის ვიმღერე,
ან ლექსად ბოლო ღიმილები როდის ჩამოვფქვი...

და ვდგავარ ახლა ცალუღელა, ლაბა ხარივით
და ლექსებს, როგორც ახალმოხნულ მიწას_ ჩავცქერი_
სველი თვალებით... სტრიქონებში მტეხავს მხარივით
შენი თვალების ცისარტყელა, თმების ჩანჩქერი.

რაღად მაჩვევდი შენი მკერდის მფეთქავ კონტურებს?
რად გამიხადე ოცნებები ასე თავნება?!
გზად მაინც შემხვდი, თეთრ კაბაში (სხვისთვის) მორთული,
მე გავაგრძელებ გზას, რომელიც არსად თავდება.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი