ზღაპრად დაწერილი ლექსი
სადღაც უდაბნოთა ხვატი ამირაჟებს ხეოფსს, ჩვენთან, გაზაფხული გადის, მზე ვერ გასცდა ღრუბლებს. ჰოდა, შენც ამ ღრუბლის ჩრდილში შემიკარი ჩეო, სანამ სული მიდგას პირში, სანამ დაგეღუპე_ ბრძანე: შენი ბროლის კოშკში გამაქანონ ციმციმ. (გუშინ გაფეთქილა კომში) ჩქარა, ბიჭებს უხმე. მე ცხელ გონებაში ვბეჭდავ შენი ცრემლის ციმციმს, სანამ ჩემს ნატყვიარ ბეჭთან აათრთოლებ მუხლებს. მიდი ფანჯარასთან მერე, გამოაღე ფრთხილად. მაგ შენს ფერწართმეულ ხელებს ჩემი კოცნის კვალი ისე ამჩნევია, დილის (ნაწვიმარი_ დილა) ფანჯრებამთქნარებულ თბილისს ამღვრეული მტკვარი_ როგორც. დასასრული_ ყველა_ კეთილია, ზღაპრის, და შენც ზღაპრის ისევ გჯერა, ბავშვად დამრჩი რადგან, ცხრა ზღვა მოიარო, ცხრა მზე, ცხრა ნაჭერი აფრის უნდა მომიტანო, თავზე ანგელოზი მადგას; ცხრა მთას ამოზრდილი დეკა, (ჩვენს მთებში რომ ხარობს) ცხრა ცას მოწყვეტილი_ ეხლავ!_ გამისველე ტუჩი: ნამით. ცხრა ღიმილი... კოცნა გამიბედე, ქალო! სიკვდილს? სიკვდილს მერე "ჰო"-ც და არაფერიც უჭირს.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი