ქარწაღებული
მიწამდე მანძილს ვეღარ ზომავს მილი და ვერსი, გადავარდნილი (ღვთის პირიდან) წაგიღო ქარმა... ამ რუდუნებით გამოწერილ_ დილიდან ვერ სვამ_ წამლებს და ფიქრობ: ვერასოდეს გაგიგო ქალმა!.. ძმებმა_ მით უფრო... ჩაიკეტე, ჩაწექი, ჩაშრი, ძველი იმედის საჩქეფურსაც დაუცე ნოშო. ჩარდახში პაპის შენახული ხან წეკო აშრე, ხან აკვლევინე სიძვის (სავსე) დიაცებს ხოში. ხან ადექი და სხვის საფლავში ჩაწექი ნებით, ხან სხვისი ცოდვა განიკითხე, ხან_ მადლი ირგე; ხან ლოცვით სავსე, საუფლოსთან პასექით ები, და ხან ავსებდი, წარბშეკრული, ჰამასის რიგებს. მერე მოგბეზრდა ყველა დოგმა, კანონი, ჩარჩო, ყველა ორდენი, ყველა სკიპტრა, ტახტი თუ დაფნა, და როცა ყველა_ ბატონი თუ ბარონიც ჩარჩობს, შენ, როგორც სითბო თეთრი ფერფლის ანტიკურ საფლავს, მშრალ სულში ჩაგრჩა სიყვარული_ გადახნულ ფსკერზე. მერე აიღე თავზე ხელი, აიღე ჩალმა, და გამოუჩნდა შიშველ მიწას დახრილი ღერძი... მერე დაღლილი ფოთოლივით წაგიღო ქარმა.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი