ვერდი...
მე მომისაჯეს უშენობა. უშენოს, უშენ... მთელი ზაფხული ეგ ღიმილი (მციოდა) მეცვა. და ულაყივით ზეცას ტორებს ვუშენდი გუშინ, ნაპერწკლებივით, ვარსკვლავები სცვიოდა ზეცას. ჰაერი იყო ჩახუთული. ჩახუთულ, ჩახუ... მონაცრისფერო ოთახებში ვამსხვრევდი ფანჯრებს. გაუთავებელ_ საფეთქლებში_ ჩაქუჩის რახუნს ბოლო მოეღო. ცხოვრებასთან დასმენით ჩამჭრეს. როგორ მეკიდა ეს ცხოვრება! მეკიდა, მეკი... და მძულდა ყველა, ვინაც (თუნდაც დარცხვენით) ლოკა მეფის ქოშები! გულზეც ჯვარი ეკიდა... მე კი ის ვერ ვისწავლე, მოვუნაცვლო მარცხენა ლოყა_ როდესაც ვინმე მარჯვენა ყბის სიგამხდრეს უტევს. შენ კი სიზმრებში დარიალობ. დარია. დარი... მე კუბოსავით დამძიმებულს მივათრევ წუთებს და უფსკრულებთან კიდევ უფრო ჩქარია ქარი...
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი