მე ღრუბლის ნავში უნდა გელოდო
იმ გზებით, შენ რომ წასვლას აპირებ, გუშინ მოვედი შენს ზღაპრულ ქოხთან. გზებს ქარვისფერი ჰქონდა ნაპირი, შენ უნაპირო სიმშვიდით გქონდა სავსე თვალები და გარინდებით... ოქტომრის ქარმა ბავშვივით გვცემა მე და პეპლებით სავსე მინდვრები და მაგ თმებივით გაშლილი რემა გადაგვატარა გულებზე, გაშლილ. გამომარკვია ტკივილმა მხარქვეშ: და რა თქმა უნდა_ უშენო სახლში, და რა თქმა უნდა_ მარცხენა... დავგეშ ოცნების ლეკვებს. შენს მწვანე ქოხთან ატეხენ ყმუილს. (გენში ყავთ მგლები.) თუ შენ არ დახვდი, თუ ასე მოხდა, და შენ წახვედი ნანატრი გზებით; ამ აბებს, გულის სამადლო ლუკმებს წყალს, ან, გავატან გუნდებს წეროთა. ვიცი, მოკლე გზა საითაც უხვევს! მე ღრუბლის ნავში უნდა გელოდო...
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი