თბილი ზამთრის ლექსი
ჩამიქრეს შუქი. დავუბრუნდი სანთლის რუტინას. ფანჯრის რაფაზე გადაბარგდა ღამე ტახტიდან. შენი თვალების მონატრება მჭირდა უწინაც, სანამ ჩაშლილი გუმბათიდან მზე ჩადრს აგხდიდა და სანთელ-სანთელ ამინთებდი ჩამქრალ იმედებს; სანამ სიარულს დაარქმევდნენ ჩემს ბავშვურ ტანტალს, სასაფლაოდან მობრუნებულს გამაღიმებდნენ სანამ პირველად... ოცდაშვიდი ზამთარის გამტანს. ჰო, ოცდაშვიდი, სიკვდილივით ცივი ზამთარის... შენ კი უეცრად მომაჭარბე მჭახე ფერები. მე შეიძლება შემოდგომის წვიმით გავთავდე, მე_ როგორც ბავშვი, ცხოვრებისგან მოუფერები. გამოვცვლი სანთელს. სხვა ფერი აქვს კედლებს_ ჭაობის. ფიქრით შენთან ვარ და ვუყურებ ჩემს თავს მაქედან: ფეხზე მკიდია ყველა ქეით, ყველა ნაომი, ოღონდაც ახლა შენს თვალებში გადამახედა!
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი