უშენობა მარტივად
ალბათ ეს ლექსი იქნება ბოლო, მინდა და გეტყვი ასე მარტივად: მე უშენობის ბურუსში ვცხოვრობ და უშენობა ისე არ მტკივა, როგორც თვალების უხორცო ვნება, უხმო ძახილი შენი თვალების... რა ხორცის გლეჯვა? რა ძვლებში მტვრევა? რის უეცარი გარდაცვალება?!_ კეთრივით შეყრილ უშენო აწმყოს მივათრევ, როგორც ტუსაღი ხუნდებს; არც ხვალის გეგმებს ვადგენ და ვაწყობ, რომ უშენობას მოვუწყო ბუნტი...
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი