წამოდი!
(ეძღვნება არდოტ-შატილის ცის უნახავ ყველა ქალას!) გავიფინე შენი თმები და ავუყევი ბილიკს ოცნების. ხევსურეთის კუშტი მთებიდან_ მზის სხივიც რომ ფრთხილად ცოცდება_ მოგწვდები. მკლავები მაქვს მზემდე აწვდილი. ნისლგამატეული მთა მიყვარს, ცას რომ გადუმალავს არწივებს, წინ რომ დაგიდგება: სა მიხოლ! წაგიყვან. წამოდი, რად გვინდა იაბო, მზე ხელისგულიდან ამომდის. არღუნის მონაყოლს გიამბობ, სანამ დაგვამუნჯებს არდოტი... რა მოგდის?! წავიდეთ, ოცნების ბილიკი მთას ოქროს ნაწნავად ჰკიდია. პირიქით წავიდეთ! პირიქით... ღრუბლებიც სულ იქით მიდიან. წამოდი!
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი