მოდი!
ახლა მონატრებამ ისე დამიარა, (რა ვქნა, შენი ნახვა ამ გულს თუ არ ყოფნის?!) რომ ის წამი არა, რომ ის წამი არა, რომ ის წამი არა _ შენი უარყოფის_ ფეხით მოვიდოდი... შენივ კოშკებიდან, თეთრი კოშკებიდან მზის სხივს დაგიჭერდი ხელით. გაზაფხულებს მარტი მოდენიდა, სახრით მოდენიდა. მე კი გავიჭედე... ყურით მოთრეული, ყალბი ამპლუიდან ვეღარ ამოვძვერი, ლიქნით მომადუნეს. ვინც რა დაიჩემა, ყველას გაუვიდა... ყავლი გაუვიდა ჩემს ფრთებს მოხატულებს შენი ზურმუხტებით სავსე პალიტრიდან. მოდი, ღიმილები გულზე დამაბნიე, სანამ ფრთახატულა ჩიტი გამიფრინდა, (მაჯებდამტვრეული, ძველი აივნიდან) სანამ სიყვარულის ჩიტი გამიფრინდა, სანამ ცხოვრებაზე ხელი ჩავიქნიე,_ მოდი!..
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი