თუთის ხესთან
თუთის ხესთან შეგამჩნიე აივნიდან, ვერ წვდებოდი, მოკრეფას კი ლამობდი, ჟრუანტელი აივლიდა, ჩაივლიდა, ვერ გშველოდი და შენსავით ვნანობდი. წამწამებზე, ნაყოფივით დამეკიდნენ, ნამის ღილად მოციმციმე ცრემლები, ჩამოვედი, გაიქეცი, გაგეკიდე, ჩამოგრჩი და შენს ნაკვალევს ვევლები. რაღა მაინც ამ ჩემს თუთას შემოუჩნდი, განა სხვაგან ცოტანია თუთები, მე შენს მოსვლას იცოდე, რომ კიდევ ვუცდი დაგიჭერ და მაგრად ჩაგეხუტები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი