რამ დაგაღონა


მითხარ, რად ხარ მოწყენილი,
რამ დაგაღონა,
ვინ გატკინა ეგრე გული,
ჩემო გოგონა?
ვინ გადინა ეგ ცრემლები,
ვინ აგატირა,
ჩემო კარგო, შენი წყენა
ვინ დააპირა?
შენ იყავი ჩიტუნია,
მე კი– ვერხვის რტო,
ჩემს ფოთლებში შენთვის ბინა
მინდა ვიპოვნო.
დაიბუდე, რომ არავინ,
აღარ გატიროს
და ცრემლების ნაკადული
არვინ გადინოს.
იფრინე და იჭიკჭიკე,
გაშალე ფრთები,
მეც გალობით მოხიბლული
შენი ვიქნები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი