გაცვეთილ თვალებს ..
გაცვეთილ თვალებს ირგვლივ მხოლოდ შენ ამჩნევ და იცი მეტი ჩემს შესახებ, ვიდრე ფილტვებმა, ჩემგან დამწვარ სიგარეტის კვამლის შესახებ. გიღალატებდი სველ ჰაერივით, მთის ჰაერივით მსუყე კოცნასთან... ნისლში დაკარგულ ბავშვებს ჰგვანან მეტაფორები. ბოჰემასთან შენს თანდასწრებით გიღალატებდი თუნდაც დღესვე, თუნდაც ახლავე... გარდაიცვალნენ ქუჩის ძველი მემუარები, ნარის ჭიები მჭამენ ისე, ვით სიკვდილმისჯილს... შენი თვალებით მე მსოფლიოს დანახვას შევძლებ, შენ კი ვერასდროს მიღალატებ ჩემი თვალებით.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი