შუაღამის მთვარე ..
შუაღამის მთვარე, როგორც წაწალი, ზემოთ მიშვებს, ქვემოთ არ ვემეტები, თვალებსა და ხელებს შუა გამირბის ნამეტნები ქალნი განა მეტები, ნამეტანის წატანებამ წარსულში წამატანა წარუშლელი სენია, ამ ძარღვებში შენი სისხლი კი არა, მელანი და ღვინო გამომერია, შუაღამის მთვარე, როგორც წაწალი რა ქალური, რა ბოჰემა ტანია, კურტიზანი განა სხვა არ ყოფილა, მაგრამ შენი გრძნობა ნამეტანია, შენი მელნით ლექსი დამიწერია და ტაეპზე დამქცევია ტაეპი, შენ ამ ლექსში განა ისეთს რას ხედავ, როგორც მთვარე სტროფში ისე გაები.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი