პაოლო იაშვილი

პოეტი

პაოლო (იგივე პავლე) იაშვილი დაიბადა საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთში. პოეტის დაბადების ზუსტი თარიღი სადაოა, მაგრამ მიჩნეულია, რომ იგი დაიბადა 1892 წლის 2(14) აგვისტოს.

პაოლო აქტიურ მონაწილეობას იღებდა მწერალთა კავშირის საქმიანობაში, დღიდან დაარსებისა. მისი საზოგადოებრივი ღვაწლის დახასიათების დროს საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მისი უშუალო რედაქტორობით, ქუთაისში ორი ჟურნალი გამოიცა: “ოქროს ვერძი” და “ცისფერი ყანწები”.

მისი პირველი ლექსი “ღმერთო, ღმერთო” გაზეთ “კოლხეთში” 1911 წელს გამოქვეყნდა. პ. იაშვილის პირველი წიგნი 1955 წელს გამოიცა, ვრცელი კრებული 1959 წელს. პ. იაშვილის ტრიოლეტებისა და სონეტების გარდა ოსტატურად იყო დაუფლებული თავისუფალ ლექსსაც. მის შემოქმედებაში მარგალიტებივითაა გაბნეული მოთხრებები “ფერადი ბუშტები”, “სამი ტკივილი”. სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო დამთავრება პოემისა “გზა მშვიდობისა” (1936–1937 წლები). იგი მუშაობდა პუბლიცისტიკაში და ეწეოდა მთარგმენლობით საქმიანობასაც. მან ბავშვებისთვის დაწერა რამდენიმე ლექსი: “მედეას ლეკვი”, “შემოდგომის დღე ფოთი”, “ოთარ შოფერი” და სხვა.

უკანასკნელი წერილი მან საყვარელ მედეას გაუგზავნა. მისი სიყვარულითა და უკურნებელი დარდით გაშორდა იგი ამ ქვეყანას. პატარა გოგონას სიყვარულმა ვერ შეაცვლევინა გადაწყვეტილება.

პაოლო იაშვილი დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი