საღამო
საღამო – ნაკლები სინათლე და მეტი განწყობა შიგნიდან. სვლა შენი განცდების წინანდელ დაბურულ ლაბირინთში გინდა. საღამო – ფოთლების სიმწვანე, ქუჩები – ჯადოქრის შეხვედრა, უეცრად სუნთქვას რომ გიმწვავებს – შეხედავ და თავბრუ გეხვევა. საღამო კანკალებს ჩრდილებით, ცირცელის მარცვლები დაცვივდა, აივნებს მოუსხდნენ ჩიტები მაცნენი სულთა გარდაცვლილთა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი