ოქტომბრის ანგელოსი
პერსეფონე აგრილდა. ფრთები სექტემბერმაც მოკეცა, ბაღებს ოქტომბრის მცველი ანგელოსი შიგნიდან აღებს. ბაღში ფაქიზ და გამჭვირვალე სინათლის ფარდაგს გაფენს და ირგვლივ ფოთოლ-ცვენის მასშტაბებს ადგენს. აგრილდა. უკვე ეს ზაფხულიც ჩემშია, შიგნით: სინათლედ, სითბოდ, ფურცელ-ფურცელ გადაშლილ წიგნად წევს და საკუთარ თავს მაკითხებს ხსოვნის ხის ჩრდილში. დღემ იკლო. ღამემ მოიმატა, სიბნელის შიშით თუ მოიწყინეს მიპყრობილმა გარეთ თვალებმა, თქვი: მე ვარ შიგნით ზაფხული და მზის მხურვალება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი