მომენატრა სოფელი ..
მომენატრა სოფელი _ ოფელიას საუფლო, მინდა ნისლით მოფენილ ტყეებს გავესაუბრო. მინდა ჩემი განახო ჭალები და ვენახი, მსურს თვალები განაღო, აქ რომელთაც ვერ ახელ. ფეხშიშვლები წავიდეთ, ტყე-ტყე, ველ და სერი-სერ, გამჭვირვალე ამინდით თმებს დაგიწნის მზე ისევ. მთებს მოზელილს ამ მიწით ავუყვებით მდინარით, მზეზე დავწვეთ, დავიწვათ, თავი მოვიმკვდინაროთ. სანამ ჩემი სიტყვების ალერსი არ გწყენია, გაკოცებ და მიხვდები, კოცნის როგორ მრცხვენია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი