მე ახლაც მიჭირს ლექსების წერა ..
მე ახლაც მიჭირს ლექსების წერა, კალამი თითქოს პირველად მიჭირავს _ წერას ვურითმავ მე ბედისწერას, მიჭირავსს ვურითმავ უბრალოდ ჭრიჭინას. მაღონებს ის, რომ ბევრი მაქვს საწერი, ცისკენ ალმაცერი გამექცა ცქერა, მინდა, რომ საწერი გავრითმო საცერით, რომლითაც გავცრიდი თვით-ეულ ბგერას და იქნებ მჯეროდეს სულ ერთი წამით, რომ შევძლო და მთლიანად სამყარო გავრითმო.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი