არანაირი ცის
არანაირი ცის არანაირი ჰაერი, და გახსენება სხვის არანაირი მსურს, ცრის. მოწყენილობამ ინება ჩემში თავნება დინება, დამევანება ზმანებად და ნისლი მომეფინება ცის. ცა – ცარიელი რვეული, ცა – თეთრეული ეული მზის, ჩამორღვეულა ძირს, წვიმს. შავეთის ღია კარი ვნახე და ხელი ვკარი, თვალი გავაღე და მე ტანზე გავიძრე ღამე ძლივს, წვიმს…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი