გათავისუფლებ


ჩემი ბაგისგან,
ჩემი ტანისგან,
ჩემი ხელისგან,
ჩემი მკლავისგან,
ჩემი მხრებისგან,
ჩემი თვალისგან,
ჩემი ფიქრისგან,
ჩემი წყენისგან,
სიძულვილისგან,
სიყვარულისგან,
ჩემი თავისგან -
შენი თავისკენ
გ ა თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ!

არც არაფერი შენ არ გიქნია,
თითქოს ზაფხულის ღამემ არია,
ის რაც ოდესმე გამიფიქრია
და ის რაც მავნე რამ სიზმარია.
თითქოს "მოჭრილი" თავიც გამისკდა,
გაითავისე ცა და ისუნთქე.
ყველაფრისაგან და ჩემი თავისგან
შენი თავისკენ გათავისუფლებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

6 კომენტარი
ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

და ის რაც მავნე რამ სიზმარია.---მავნე რამ სიზმარია.....დაგლიჯა დებილობით

ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

არც არაფერი შენ არ გიქნია,---აქ პოეზიამ ჩამოგიქნია ,ხელი დაგიქნია რაა ბიჭო,"გიქნია"

ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

ჩემი თავისგან -ეს რა ქართულია,გამაგებინეთ?ბარემ მიაყოლე ჩემი დიდებულისგან

ერეშ ქიგალიpoeti6 დღის წინ

მოდი თავს ძალა დავატანოთ,და ვეცადოთ ამ შედევრისგან რაიმე აზრი გამოვიტანოთ.
სადღაც საპინგვინეთში ცხოვრობს კარის ნომერ მეორე პოეტი ,(პირველი და ილია თავად პინგვინია,თუ ვენდობით ნომერ მეორეს საჯარო განაცხადებს მედიასივრცეში და საქათმეებში).

ნუ არის ვიღაც დაღმამღობელი რეტიანი,რომელიც ორ ქალს ეჭუკჭუკება,ან შეიძლება აქეთ ცოლი ჰყავს და იქეთ საყვარელი და ასე შემდეგ.
დადგა დრო ,უნდა ჩამოიშოროს ეს მეორე,ნუ ნამეტარი შეაყვარა თავი,წაუკითხა ორი ლექსი საკუთარი შედევრებიდან,თან შეიძლება რომელიღაც დროს დაწერილ ლექსზე თვალცრემლიანი გამოუტყდა, ეს მე შენ მოგიძღვენიო და ეს ჩვენი ლედი კაროლინა ლემბი დადნა ამ ბაირონის შემყურე თუ გამგონე....
ნუ ვერ იშორებს კაროლინას ჩვენი ბაირონი და რა ქნას?როგორ გაშორდეს,ისე რომ სახეც შეინარჩუნოს და ფეხში რომ არ ებლანდებოდეს ან მის ფაეტონს. რომ არ აეკიდოს სახლიდან გამოგორებულს.
ნუ აქ იწყება "კინო და ნემცები".დაუწყო ამ გოგოს იმასი დარწმუნება, რომაო მე კი არ გტოვებ და გაბრუნებ საკუთარ თავში ,გჩუქნი შენს თავს,რადგან არ მინდა გნახო ჩემს თავში და ჩემს მხრებში ჩაკარგულიო...,თან აზრის გასამყარებლად ,ვით უტყუარი ბეჭედი ეს ლექსიც დაურთო....
დადის ალბათ ის გოგო დღემდე ლექსჩახუტებული და მსხვილი კურცხალებით ყოველ ახალ დაქალს,ვინც ჯერ არ იცის მისი და ბაირონის რომანი უკითხავს ამ ლექსს და სინანულით დასძენს ეს ლორდმსა მე მომიძღვნაო.

უმშვენიერესია

უმშვენიერესია

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი