გალაკტიონს


ვერ ვისწავლე ლექსის წერა. მერე რა.
ვწერ და ვამბობ ვერ ვისწავლე მე ვერა-
ფრით ლექსების - ფრთით ლექსების ფერება.
მერე რა და ერთმანეთში მერევა
მე სიტყვები - სულ სხვა და სხვა ფერებად,
რომ ჩნდებიან და ქრებიან ვნებიან,
როცა ღამით სიზმრებს მეუბნებიან.
ისევ გავლა მე იგივე მინდა გზის,
სიტყვა-სიტყვით ტროპების და სინტაქსის.
მეტაფორის. ჰიპერბოლის. ბწკარების
უთქმელის და ხელით მიუკარების.
გალაკტიონ! სონეტით და ტანკებით
დანგრეულით და ხელახლა ნაგებით
მოვრჩი წერას - არც მეტი არც ნაკლები,
თითქოს ნემსის ყუნწში გაძვრა აქლემი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

3 კომენტარი
ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

ვერ ვისწავლე ლექსის წერა-ვინცხამ თუ ბოლოში იგრძნო ამ უპატრონოს თავიდანვე უგრძვნია მარა მაინ არ ეშვება?დაგინებული აქვს ალბათ, რომ მაინც უნდა წეროს....იძახის ბარათელივით -მაინც ამოვტხ....დავწერო

ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

სიზმრებს მეუბნებიან.-ახუეტ სიტყვათაწყობა---ჰმ,"სიზმრებს მეუბნებიან",ანუ კი არ გიყვებიან,კი არ გიგზავნიან,კი არ გიჩვენებენ,კი არ გიხატავენ და "გეუბნებიან"

ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

სიტყვა-სიტყვით ტროპების და სინტაქსის.-დედა ვატირე იმ ტაქსის ვინც და რამაც შენ პოეზიაში მოგატაქსავა... "ბწკარების"არა?მოვრჩი წერას - არც მეტი არც ნაკლები,
თითქოს ნემსის ყუნწში გაძვრა აქლემი.-დაგლიჯა ნუ სად ერეკლე და ასე შემდეგ

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი